Thursday, July 24, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

         დღეს ვიმუშავეთ შემდეგი გეგმის მიხედვით:
        ტრენინგი  დავიწყეთ გამეორებით.გავიმეორეთ წინა დღეების მასალა.შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში და ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო.ტრენინგის ყველა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვნი პროექტების პრეზენტაციები და ტრენერმა საზეიმოდ გადმოგვცა სერთიფიკატები.გადავიღეთ ფოტოები და ასე ლამაზად და შინაარსიანად დავასრულეთ ინტელის სასწავლო კურსი.დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ქალბატონ ქეთი ცერაძეს.

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ შემდეგი გეგმის მიხედვით:
გავიმეორეთ გუშიბდელი მასალა.შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის რესურსი და მოვათავსეთ შესაბამის საქღალდეშიგადავხედეთ პროექტის საქაღალდეს და საბოლოოდ მოვაწესრიგეთ,ბოლოს კი ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო.ზალიან საინტერესო ტრენინგია.ერთი გაკვეთილიღა დაგვრჩა და დავამთავრებთ ინტელის ტრენინგს

Monday, July 21, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღე დავიწყეთ გამეორებით.გავიხსენეთ გუშინდელი მასალა.შემდეგ ვიმუშავეთ იმაზე,თუ როგორ უნდა შევძლოთ  ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.შევადგინეთ დავალებების ნიმუშები, როგორც სუსტი,ასევე ძლიერი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისათვის და ბოლოს კი დავასრულეთ პროექტის გეგმა.
ორი დღე დაგვრჩა...ძალიან საინტერესო ტრენინგია.ყველა პედაგოგისათვის საჭირო.

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღე. დღეს ვიმუშავეთ შემდეგი გეგმის მიხედვით:
  გავიმეორეთ გუშინდელი მასალა.შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე და გამზადებული პრეზენტაცია მოვათავსეთ მოსწავლის ნიმუშების საქაღალდეში.გადავხედეთ გეგმებს, ტრენინგის ბოლოს დავზიპეთ საქაღალდე და გადავაგზავნეთჩვენს ელ-ფოსტაზე.

Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

  დღეს ვიმუშავეთ შემდეგი გეგმის მიხედვით:
   გავიმეორეთ განვლილი მასალა,შემდეგ ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.ვისწავლეთ ინფორმაციის გადატანა და მათი დანიშნულება.შემდეგ გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე.ლიას დავუტოვე კომენტარი და იმედია დღეს ისიც დამიტოვს.შემდეგ კი გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუში-ბლოგზე მუშაობა.ვისწავლეთ გაჯეტების გაკეთება და მათი გადაადგილება..საბოლოო პროდუქტი კი გადავიტანეთ ბლოგზე და ჩვენ თავს გავუგზავნეთ ელ-ფოსტაზე.

Friday, July 18, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

           დღეს ვიმუშავეთ შემდეგი გეგმის მიხედვით:
როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.
ვისწავლეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
მოვამზადეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია. აქვე გავიხსენთ პრეზენტაციის მოსამზადებლად აუცილებელი ბრძანენები და შემდეგ კი პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე.